ოზურგეთის საკრებულომ მაღალჩინოსანთა ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა

ოზურგეთის საკრებულომ ამ წუთებში, მაღალი თანამდებობის პირებისთვის  სახელფასო სარგოების  გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილება დაამტკიცა.

კენჭისყრის პროცედურაში, რომელიც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში მიმდინარეობდა,  მხარი “ქართული ოცნების” დეპუტაციის, მხოლოდ ნაწილმა დაუჭირა.

მიუხედავად  ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კენჭისყრის  პროცედურებში მონაწილეობა, დადგენილების მხარდასაჭერად დეპუტატების აბსოლიტურმა უმრავლესობამ მიიღო.

ამის გამო, პროტესტის ნიშნად სხდომა “ნაციონალური მოძრაობის”დეპუტატებმა  დატოვეს.

მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდას, არც გახარიას პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share