გაუწმენდავი გზა გართულებული მოძრაობა- ასე გამოიყურება ამ წუთეში ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოფისი, სადაც შესასვლელი და თავისთავად გამოსავლელი გზები გაწმენდილი არაა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებს თავი რომ დავანებოთ, მარტივი წამოსაგდგენია თუ რა დღეშია ქალაქის ჩიხები და მეორეხარისხოვანი გზები, მაშინ როცა, ასე გამოიყურება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც მოთხოვნილება ასეთ კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებულად იზრდება და მათ ოპერატიულობასაც ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მართალია, ოზურგეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე, ეტაპობრივად განახლებად ინფორმაციებში ვკითხულობთ, რომ გზები შესაბამისი ტექნიკით ინტენსიურად იწმინდება, თუმცა ოზურგეთის ცენტრში ავტომანქანებისთვისაც და ფეხით მოსიარულეებისთვისაც პრობლემატურია გადაადგილება. ნუ, თუ ქუჩებში დამდგარ წყალზე “გაცურვის” სურვილი არ აქვს ვინმეს.