ნაცვალაძეეების ოჯახი მეხუთე დღეა გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას ელოდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში მცხოვრები 9 სულიანი ნაცვალაძეეების ოჯახი უკვე მეხუთეე დღეა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას ელოდება

დახმარება ოჯახში ხუთი დღის წინ მას შემდეგ გამოიძახეს როცა ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, 17 წლის თამთა ნაცვალაძე შეუძლოდ გახდა.

როგორც “გურიის მოამბესთან”თავად თამთა საუბრობს, მას მიმდინარე წლის 6 ნოემბერს კოვიდი დაუდასტურდა, გადიოდა მკურნალობას ბათუმში, მკურნალობისათვის საჭირო პერიოდი სასტუმრო პრინცესაში გაატარა, ვადის გასვლის შემდეგ ის სასტუმროდან როგორც განკურნებული ისე დაითხოვეს კოვიდზე არც შეუმოწმებიათ .

თუმცა თამთას თქმით მას სახლში რამდენიმე დღის შემდეგ ჩივილები დაეწყო, გაიკეთა ხელმეორედ ტესტი და კვლავ კოვიდი დაუდასტურდა:

„მაქვს უძილობა, გულის შეტევები, ვარ შეუძლოდ, პრობლემები მაქვს პულსთან დაკავშირებით, ვინაიდან მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა ხუთი დღის წინ დავრეკეთ სასწრაფოში, თუმცა დღემდე ველოდებით“ – გვითხრა ნაცვალაძემ.

თამთასთან ერთად სასტუმრო პრინცესაში როგორც კოვიდინფიცვირებული, მისი მამიდაც სულიკო ნაცვალაძეც იმყოფებოდა, რომელიც იმავე ოჯახში ცხოვრობს.

თავად სულიკო ჩვენთან საუბარში არ მალავს რომ ნერვიულობს და ოჯახი ძალიან განიცდის იმ ამბავს რომ ვერ ხერხდება მათი არასრულწლოვანი წევრის სათანადო გამოკვლევა:

„დავრეკეთ ცხელ ხაზზეც, გვეუბნებიან არ შეიძლება ბავშვისთვის დასხივებაო, იყავით სახლშიო, თუმცა ბავშვის მდგომარეობა რთულდება თანაც ტელევიზორში ისეთი ამბები მესმის“. ყვება მამიდა.

ნაცვალაძეებს ცხელ ხაზზე უთხრეს ოჯახის ექიმს მიმართეთო არადა ოჯახი თვლის რომ ბავშვს სასწრაფო გამოკვლევა ესაჭიროება, თუმცა როგორც კოვიდ დაინფიცირებული -იზოლაციის გამო ამას ოჯახი ვერ ახრეხებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share