”ამიტომ ვუწოდე ერთხელ თეა წულუკიანს “დედალი ეჟოვი”. ეჟოვი ამას აკეთებდა, ხვრეტდა… ახმეტელი და ყველა ჩვენი მიქელაძე და ყველა დახვრეტილი იქნა ეჟოვის დროს. ახლა არ აქვთ უფლება დახვრიტონ. წულუკიანის მამას, ბატონ ავთო წულუკიძეს 25 კაცი ყავს დახვრეტილი, რომლის ქალიშვილიც კულტურის სატრაპად მოგვევლინა და რომელიც, ვითომ, ფრანგულ ტრადიციებზე გაიზარდა სტრასბურგში. მეტი არ არის ჩემი მტერი, ამისგან სამშობლოს მოყვარული გამოვიდეს. ეს არის ივანიშვილის ჩვეულებრივი ჯალათი”. – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში ”პოლიტიკური ამბები”.