“ჭკუაზე არ არიან სიხარულით ბაღის თანამშრიმლები, რომ დარჩია და ბიგვავა 4 500 ლარს მიიღებენ ხელფასს

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში. ოპოზიცია მმართველ გუნდს პროტესტს უცხადებს.

დაპირისპირების მიზეზი, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული დადგენილება გახდა.

ოპოზიცია პირველ ეტაპზე, ხელფასების გაზრდას საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ითხოვდა.

რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების სახელფასო სარგოებს, ოპოზიციონერი დეპუტატები “ქართული ოცნების”  წევრებს  მოუწოდებდნენ,  ეს საკითხი მოგვიანებით განეხილათ და ზაფხულამდე გადაეტანათ.

ოპოზიციონერი კოლეგებიდან გაკეთებულ მსგავს განცხადებებს პირდაპირი ისტერიკა მოჰყვა  “ქართული ოცნების” დეპუტატებში. ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს და კოლეგების წინააღმდეგ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები აქტიურობდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი  დეპუტატი ქალბატონი მჟავანაძეს უმტკიცებდა, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ღირსეული ხელფასები აქვთ:

“თქვენ თვლით , რომ ღირსეულია თვეში 150 ლარი ხელფასი? საკმარისია ეს თანხა ისედაც დამძიმებულ პირობებში? შეგიძლიათ პირდაპირ მიპასუხოთ კი თუ არა?” – ჩაეკითხა მჟავანაძე ქალბატონ დეპუტატს.

” რა თქმა უნდა, პასუხი ვერ გექნებათ. როდესაც თქვენ ამტკიცებთ, რომ 150 ლარი  ყოფილა ღირსეული ხელფასი, წარმომიდგენია, ამ დროს რა ბედნიერები არიან ბაღის თანამშრომლები, რომ სამაგიეროდ დავით დარჩიას ხელფასი გახდა 4500 ლარი, კვდებიან სიხარულით. ეს არის სირცხვილი, რასაც თქვენ ეხლა აკეთებთ და მე მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან და რამდენიმე თვით გადაიტანოთ ეს საკითხი. პირველ ეტაპზე კი ხელფასები გავუზარდოთ ბაღის თანამშრომლებსა და  მეეზოვეებს” – მიმართა  კოლეგებს დავით მჟავანაძემ.

ამის პასუხად კი რამდენიმე წუთში, საკრებულოს უმრავლესობამ დადგენილება მიიღო და თანამდებობრივი სარგოები 50% – ით გაეზარდათ მაღალი თანამდებობის პირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share