6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არა გვაქვს. აქ არ არის ყოველ შემთხვევაში – განაცხადა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდგ, სადაც ის დეტალურად ეცნობოდა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში, მოტყუებითა და ძალადობრივად გადაყვანის კადრებზე:
“ახლა გავეცანით ისევ იგივე ეპიზოდებს იმიტომ, რომ ჩვენ პირველადი დათვალიერების შემდეგ, რაღაც შეკითხვები გვქონდა და ეხლაც ზუსტად ტაიმ კოდებით დავთავლეთ და 6 წუთ-ნახევარი მასალა აკლია ზუსტად იმ ვითარებას, როცა ის გადმოჰყავთ სასწრაფოდან.
თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს კამერა და როგორც აგვიხსნეს, ამაზე ექსპერტიზაა დანიშნული, რამდენად ეს კადრი არის გათიშვით გამოწვეული, თუ ელემენტის დაჯდომით მართლა. ამის დადგენა შესაძლებელია და რამდენად შესაძლებელია ასევე აღდგენა ამ მასალის, თუ ის არსებობდა.
6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არა გვაქვს. აქ არ არის ყოველ შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, საკმარისია მასალა იმისთვის რომ ყველაფერი დადგინდეს რაზეც ვსაუბრობდით, მაგრამ ეს მასალა რომ არ არის, ეს უკვე ამბავია.
მეორე, რაც მე და მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს, ეს არის გორის კადრები ე.წ. საათის ეპიზოდი. ეს ჯერჯერობით საქმეში არ არის, გამოთხოვილია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჯერჯერობით არ მოუწოდებია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში გავეცნობით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ.