დღეს, ოზურგეთის საკრებულოში “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოსა და მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების 50%-მა ზრდამ გამოიწვია. ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა:
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და ყოველთვის ასე იქნება. გეყოთ ახლა, საკმარისია. სამარცხვინოები ხართ ყველა. უზრდელები”-ისტერიულად უყვიროდა კოლეგებს ქეთი ხომერიკი. ” თქვენი პარტია სისხლს წოვდით ხალხს, ღამის ორ საათზე და სამ საათზე ნოტარიუსებით იფორმებდით ქონებას. ცემაში სულს ხდიდით ხალხს და ადამიანი თუ შრომობს სახელმწიფო მოხელე და ხელფასი გაეზარდა, რაა გასაკვირი, თქვენ მაიმუნებო თქვენ” – მიმართა ენმ-ის დეპუტატებს ნუგზარ სარჯველაძემ.