კორონავირუსით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 041 749.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 956 627.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 673 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა – 1 167, იმერეთი – 1 323, ქვემო ქართლი – 512, შიდა ქართლი – 475, გურია – 218, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი – 203, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share