„ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი, რამდენიმე ხნით ადრე ექსპერტები ზუსტად ასეთ პროგნოზს აკეთებდნენ, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც ახლა ხდება, რომ გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთხვევების რაოდენობა, ასე მოხდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან შედარებით, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც. მართალია “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს “ომიკრონი”, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,”- განაცხადა „რუსთავი2“-თან საუბარში ცერცვაძემ.