”ელემენტარული მხარდაჭერა არ არის ის ფორმულირება, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს იმ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ სვლებს. შევხედოთ აშშ-ის ქმედებებს და დამოკიდებულებას, საქართველოს ჩართულობას სხვადასსხვა პროცესში და აქედან შევაფასოთ. არ არის აუცილებელი აი ამ მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები. იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი იმისა, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და არანაკლები საფრთხეები ემუქრება ვიდრე უკრაინას.” – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მედიასთან ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლებას ედავება, რომ საქართველოს ხელისუფლება ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას საჭირო მხარდაჭერას არ უცხადებს.