სუს-დან ლილუაშვილს ათავისუფლებენ, პოსტს გომელაური დაიკავებს

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს, ხოლო მის ადგილს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკავებს.

მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობას,  პოსტს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გუგუნაური დაიკავებს,  რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი კახეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ის უწყებაში სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share