”თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აჭარბებს, მთავრობა კი ისე წუწკობს, გზებზე მარილს ჩაის კოვზით ყრის”

”ძლიერი თოვის შედეგად, ოზურგეთის სოფლებში მარშუტკა არ ჭაჭანობს.  თხილამურების გარეშე ფეისბუკშიც ვერ შემოვდივართ. თოლის სიმაღლე უკვე ნახევარ მეტრს აჭარბებს.  მთავრობა კი ისე წუწკობს, გზებზე მარილს ჩაის კობზით ყრის. ყველა კუთხე–კუნჭულში ისმის მანქანების ბუქსავის ხმები. ოზურგეთში მიმავალ ლამარა ამფერამინდშიქალოგარეთრამგამოგიყვანაშვილს ოზურგეთში ჩასლამდე ფეხი ცხრაჯერ გადუუბრუნდა, ხოლო ლამარას თანმხლებ პირს – მაკრინე ვერდეეგდექალოსახლშიამ, გზაზე, ფეხის დაცდომის შემდეგ, იმფერი ტრიუკი გააკეთა, თავი ვეღარ შეიკავა და ვინცხას, მის წინ მდგარ ორ ნაცოლევ კაძახს, მისდა უნებურად მიახტა ერთ კონკრეტულ ადგილას, რის შემდეგაც კაცს თვალები გაუფართოვდა და განცვიფრებულმა წარმოთქვა: რას შობი ქალო, მაგის დროია ახლა ამ ყიამეთშიო? ამაზე, გადეირია მაკრინე და იმ კაძახს ასე დუუცაცხანა: შენფერი დაბღირული რომ მინდოდეს, ეგერ არ მყავს – სახლშიო? ასე უხვად ნეტა ყანის მოსავალი მოსულიყო წრულსო – ერთხმად აღნიშნავენ ამას გურულები. ოფიციალურად, სტატისტიკური მონაცემებით დადასტურებულია, რომ ამ დროისთვის ოზურგეთში მოსიარულეთა 90% პროცენტს ფეხები სობელი აქვთ. გურიაში და ზოგადად სქართველოში უხვი ნალექის მოსვლაში, ამჟამინდელი მთავრობის ხელი ურევიაო – აცხადებს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. გურიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მობილიზირებულნი არიან ჟურნალისტები, მაგრამ უგზობის გამო ვერცერთი ვერ ახერხებს გადაადგილებას და ინტერვიუს ჩამორთმევას მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის. მე ახლა გურიაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში ვიმყოფები და თუ რაიმე შეიცვალა შეგატყობინებთ.
პატივისცემით: “მიაჩიჩინდი ეკრანს” ჟურნალისტი – ლევანიე ღაჟონია”. – წერს ფეისბუქ მომხმარებელი ლევან ღაჟონია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share