ციციშვილის ბავშვთა კლინიკა ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს

გართულებული ეპიდვითარების გამო ქვეყანაში კოვიდმიმღები კლინიკები გადაიტვირთა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში თავისუფალი ადგილი არ აქვთ.

მისივე თქმით, რეანიმაციაში მკურნალობას 25 პაციენტი გადის, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. როგორც მაია ჩხაიძე ამბობს, 5 წლის, 11 წლის და 20 დღის პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share