”მე მქონდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი (წულუკიანი) შემთხვევით არ გადასულა იუსტიციის სამინისტროდან, კულტურის სამინისტროში. თუ ჩვენ განათლების საკითხს მივუბრუნდებით, მე არ მეუხერხულება გითხრათ, რომ მეტყველებითაც კი ფრიად მწირი განათლების პატრონია. ამის გამოცნობა ადვილია. როდესაც მე მას ვუხსენე სულიკო ვირსალაძე, მივხვდი, რომ სამოსელის და მისი კოსტიუმების შესახებ არაფერი სმენია. არც თამარ აბაკელიას შესახებ სმენია. ამიტომ, ძნელი გამოსაცნობი არ არის რატომ მიუშვეს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროში. ცოტა უფრო უნდა გამოვხიზლდეთ სანამ ამათ მართლა ყველა დაუხოციათ. ჩემი მშობელიც ასეთი ბულინგის, უბინძურესი წერილის გამო ცუდად იყო, რაც ეხლა წულუკიანს ახასიათებს.” – განაცხადა პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში.