”ირაკლიმ ღირსეულად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ღირსეულად გადაიბარა ეს საპასუხისმგებლო პოსტი. დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, გუნდშიც – გუნდი არის ერთიანი და მტკიცე. ერთერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, მიუძღვის ირაკლი კობახიძეს. ჩვენ ვართ მეგობრები, ვართ თანამებრძოლები. ირაკლი ძალიან ღირსეული, განათლებული, წესიერი კაცია, გამორჩეული თავისი გამოცდილებით. ვფიქრობ, ერთიანმა გუნდმა, ერთად დავძლიეთ ის გამოწვევა, რაც ჩვენი ხალხის წინაშე იყო. შედეგიც სახეზეა – ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები” – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძეზე საუბრისას ”იმედის კვირის” ეთერში.