33 მლნ ლარამდე ღირებულების წამლები 2017-2019 წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობ კეთილშობილური მიზნით იყიდა. წამლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს უნდა მიეღოთ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს წამლები ბენეფიციარების მხოლოდ 10%-მდე მივიდა. დანარჩენი თანხა კი უბრალოდ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.
ფაქტი აუდიტის სამსახურის ერთერთ დასკვნაშიც მოხვდა და მძიმე კრიტიკაც დაიმსახურა, თუმცა, იყო ეს კორუფციული ინტერესები, თუ კონკრეტული ჩინოვნიკების დაუდევრობა, ამის მოკვლევით თავი საგამოძიებო ორგანოებს უკვე აღარ შეუწუხებიათ. შედეგი კი ასეთია – ხალხის ფულით, ხალხისთვის ნაყიდი ათეულობით მილიონი ლარის წამალი ისე გაქრა, ავადმყოფებამდე ის არ მივიდა.
მთავარი არხი