“სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს აქვთ 2 გზა”- ღარიბაშვილის განცხადება

ღარიბაშვილი სანატორიუმ “ქართლის” დევნილების პრობლემას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ აზარაშვილს “სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული” როგორ მოაგვაროს “დარჩენილი” პრობლემები”.

ღარიბაშვილმა დევნილების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა, რომ 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა და “განხორციელდა მართლაც მასშტაბური პროგრამები”.

მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა. ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა: ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა – დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეს იყო ღარიბაშვილის პირველი კომენტარი “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიის შემდეგ. იქამდე მთავრობას დევნილებისთვის სამძიმარიც არ უთქვამს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share