ლანჩხუთის საკრებულო იმ დადგენილების მხარდასაჭერად ემზადება, რის თანახმადაც მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები გაორმაგდება. რატომ გადაიდო მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაანონსებული კომისიების სხდომა და რა მოტივით მოითხოვენ ხვალ საკრებულოს სხდომაზე სახელფასო სარგოს ზრდას, ამაზე ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი, ენმ-დან საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს :
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საფინანსო კომისიის სხდომები უნდა გამართულიყო, სადაც ერთერთ საკითახად ხელფასების მატება უნდა განხილულიყო. ვინაიდან “ქართულმა ოცნემბამ” ზუსტად იცის საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რა მკაცრად უარყოფითია და რაზე უწევს პასუხისმგებლობის აღება, ნახა გამოსავალი? ორივე კომსიის სხდომა ადგა და გააუქმა:)) მიზეზის პოვნა არ გასჭირვებიათ – კორონა ვირუსი! მე ის მაინტერესებს ხვალ საკრებულოს სხდომაზე რა მიზეზსს იპოვიან, რატომ ვიზრდით ხელფასებსო?! აქვე არ დაგავიწყდეთ,რომ ორი წამყვანი კომისიის ვიზირების გარეშე, ამ საკითხის პირდაპირ სხდომაზე გამოტანა და დამტკიცება, აღნიშნული საკითხის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს– წერს ასკურავა.