”ოფიციალური განცხადებები, რამდენადაც ვიცი, ყველა შეხვედრაზე ჟღერდება. მე საგარეო მიმართულებით არ ვარ, მაგრამ სამხარაძე და ბოჭორიშვილი, ორივე ძალიან აქტიურები არიან. ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული უკრაინისადმი სრულიად საქართველოს. მარტო ის ფორმატი რად ღირს, რომ უკრაინა-საქართველო-მოლდავეთის ტრიუმვირატი ჩვენთან დაფიქსირდა, ბათუმში მოხდა ხელმოწერა და ცალსახად გაცხადდა, რომ ეს სამი ქვეყანა ევროატლანტიკური მიმართულებით ერთად არის. რუსეთმა ისეთი პირობები დააყენა, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა – არა მარტო საქართველოსა და უკრაინის მიმართაა აგრესია, არამედ 1997 წლამდე ფარგლებში დაბრუნებას ითხოვს ნატოსგან და უტოპიაა, უტოპიური აზრია. ნუ, ძალისმიერ გადაწყვეტაზეც მიდის.იძულებული ვარ, იმათ ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს ვუსმინო და თითქმის ერთნაირად საუბრობენ – აგრესია, აგრესია. რა ფორმატი უნდა შეირჩეს მხარდაჭერის, ეს არის… წარმოიდგინე, ნოტა გაუგზავნეს ამერიკელებს რუსებმა, ეს მოლაპარაკებები ცალსახად ლოგიკური სასრულით რომ უნდა დამთავრდეს… ამათმა მიწერეს და ამერიკელები წერილობით პასუხს დაუბრუნებენ. ამ მოვლენებში ცხენის წინ მოხტუნავე კვიცის პოზიციაში არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ევროატლანტიკური ბლოკის ნაწილი ვართ იქ თუ გადაწყდა, რომ საქართველოს დელეგაცია უნდა ჩავიდეს უკრაინაში, რასაკვირველია, ჩავა. ეს გუნდური თამაშია, რომ ვამბობთ ნატო, კოლექტიური თავდაცვა, სტრატეგიული მოკავშრეობა, ეს არ ნიშნავს, რომ იმათ დაუკითხავად ეს მოძრაობა ჩაატარო. ჩვენ ასოცირებული წევრიც ვართ და ასპირანტი ქვეყანაც ვართ და ისეთი კონტრიბუტორიც ვართ და მგონი, მსგავსი კონტრიბუცია არც ერთ ევროპის ქვეყანას არ გამოუჩენია ნატოს სამშვიდობო მისიაშია, ყველგან ვმონაწილეობთ. ამიტომ, ის ტექნიკური ნაწილი, რომელიც სუერდიპლომატიასთან არის დაკავშრებული, ერთმანეთს უნდა დავეკითხოთ. მე მომხრე ვარ, რომ ამ კოლექტიურ თამაშში სანდო ადგილი ვითამაშოთ. ჩვენგან პროგნოზირებადი უნდა იყოს ყველა ნაბიჯი. რასაკვირველია მხარდაჭერა უკრაინისადმი ცალსახად გამოსაცხადებელია და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ და რა ფორმით მოხდეს ეს, ამას კოლექტიური გადაწყვეტილება ჭირდება. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბოლომდე გვენდობიან’ – განაცხადა ”მეტრონომთან” საუბრისას ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ უკრაინის მოვლენების თემის კომენტირებისას.