რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე – ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია – „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო. კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20 174 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 456 542 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 282 021 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან – 33 493 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 135 233 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 457 709 000 ლარის აქტივებს.
რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“ რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე – ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა.
მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია – „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“.
როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი. კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20 174 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 456 542 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 282 021 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან – 33 493 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 135 233 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 457 709 000 ლარის აქტივებს.
ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან – 614 675 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც – 457 820 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 156.855 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, კომპანიის მოგება დაბეგვრამდე – 51 736 000 ლარი იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში მის საკუთრებაში 393 230 000 აქტივები იყო.
წყარო: bpn. ge