დღეს დილით, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა ფეხი მოიტეხა.
შემთხვევა სკოლის ეზოში მოხდა, რომელიც თოვლისგან ჯერ კიდევ გაუწმენდავია:
“სამი დღეა უნალექო ამინდი იყო და ეზოს გაწმენდა ვერ შეძლეს. რამდენი ბავშვი დადის სკოლაში და თუ იფიქრეს იმაზე, რომ საფრთხეა მათთვის ეს ნახევრად ყინულად ქცეული თოვლი? წარმოიდგინეთ თავი რომ დაარტყას ბავშვმა, რითი გაამართლებენ ასეთ უყურადღებობას”? – გვიყვება დაშავებული 50 წლამდე ქალბატონი.
ცნობისთვის, საჯარო სკოლებში სწავლა 17 იანვარს დაიწყო.
ოზურგეთში მოსულმა ნალექმა კი რამდენიმე დღით პარალიზებული გახადა სასწავლო პროცესი, რადგან დროულად ვერც გზების გაწმენდა მოხერხდა, ვერ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.