საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინის “ბუსტერ” დოზას გაიკეთებენ სახელმწიფო 100 ლარით “წაახალისებს”. ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება.
“50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით, გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
NCDC-ს მონაცემებით, ამჟამად ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 მოქალაქე. რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 15 762 ადამიანს დაუდასტურდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა.