”სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირებით დაკომპლექტებული ოპოზიციის მხრიდან სამართალდამცავი პირის მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ პოლიტიკური სარკაზმია რადგან თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის ქართული პოლიცია.
იმასაც ხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქართული პოლიციის სახე სულ სხვაგვარია.
დღეს ქართული პოლიციის რიგითი პოლიციელიც გმირია და ქართული პოლიცია კანონთან ერთად სინდისზე და ადამიანობაზე დგას!
თქვენი ჯალათობრივი სისტემისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, თავს ვიცავდით დამცველთაგან ანუ პოლიციისაგან
და სადაც დანაშაულის ჩამდენ პირს აწინაურებდით და პრემიებს ურიცხავდით
დღეს კანონი კანონობს და ხედავთ რომ ორივე მოძალადე დაკავებულია.
ისინი კანონის წინაშე სრულად აგებენ პასუხს და მიიღებენ მაქსიმალურ სასჯელს.
მორჩით ზედმეტ სპეკულაციებს ვითომ და მართლა გაღელვებთ რამე.
სირცხვილია!” – წერს სოციალურ ქსელში შშმ პირის ცემის ფაქტის შესახებ საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი.