ლანჩხუთელი ლაშა კვაჭაძე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. „გული მოგვიკალი, ლაშუნა… ძალიან გვატკინე, ნათელი და ნათელი შენს სულს, საუკეთესო და ყველასგან გამორჩეულო! როგორ მალე დაგვტოვე. ყველაზე მაგარი ადამიანი იყავი” _ წერენ მეგობრები. ლაშა მხოლოდ 23 წლის იყო… მას თანაკლასელებიც ემშვიდობებიან თბილისის 203-ე საჯარო სკოლიდან: „ჩვენი თანაკლასელი იყო, საუკეთესო ბიჭი, ყველას რომ ძალიან გვიყვარდა. ბუნებრივი აირი აფეთქდა… მოგვენატრები, ლაშა, ყველაზე საუკეთესო ადამიანო“.
ლანჩხუთელ ახალგაზრდას შაბათს, 29 იანვარს მშობლიურ სოფელ ბაღლეფში დაკრძალავენ.
გურია თუდეი