ხელვაჩაურის მერის მოადგილე თანამდებობიდან “ქორწინების გამო” გადადგა

ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე თანამდებობიდან “ქორწინების გამო” გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება TV25  ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბარამიძის მტკიცებით, პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და ახლადარჩეულ მერთან კონფლიქტი არ ჰქონია. მისივე თქმით, მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

არჩილ ბარამიძე მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ საკუთარ მოადგილედ 2019 წლის 7 აგვისტოს დანიშნა. მანამდე ბარამიძე ხელვაჩაურში, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share