გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება არაფერზე უნდა – ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხელისუფლებას მიმდინარე პროცესებზე არც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია და ამის არც სურვილი აქვს.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და ერთადერთი, რაც იზრდება გადასახადებია:

“როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად?!

გარდა იმისა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ვისთვისაც ადამიანური თავგანწირვა გაუგებარი მოვლენაა და მათ მხოლოდ მიცვალებულების ლანძღვა შეუძლიათ, ამათ არაფერზე პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდათ.

 

რაც არ უნდა ყოველ დილას გვეძახონ,  ბიუჯეტი, ეკონომიკა გაიზარდაო,  დღეს თუ ყველას მართლა არ შია ამ ქვეყანაში და ასე თუ ისე მაინც ახერხებენ ლუკმა-პურის ყიდვას, ეს მხოლოდ  ჩვენი ემიგრანტების დამსახურებაა.

 

რადგან, ერთადერთი რაც რეალურად იზრდება, ეს  ვალები, პროცენტები და გადასახადებია.

და თუ  ვალებიდან გათავისუფლებაზე არ ვიფიქრებთ,  თუ იმაზე არ ვიფიქრებთ, როგორ გავხადოთ ნაკლებვალიანი ადამიანები და ბიზნესი, ისე ჩვენი საშველი არასოდეს არ იქნება.

მოკლედ, მთავრობაში საერთოდ რომ ვეღარ აზროვნებენ, ეს ფაქტია,  მაგრამ ადამიანები თავის ჯიბეში და მაცივარში ხომ ხედავენ რეალობას?! და რას ვაპირებთ, ოჯახების საშიმშილოდ გაწირვას, ქვევნის დაქცევას ვეგუებით?” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share