4 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 5 068 შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბლისში, შემდეგ კი იმერეთში ფიქსირდება.
იმერეთში ვირუსის მაჩვენებლმა თითქმის 1000-ს მიაღწია.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება, ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 068 შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 38.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1974 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6561.