”უკრაინის შესახებ აუცილებელია პარლამენტის ყველა წევრმა, ყველა პარტიამ მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია! მაგრამ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება არის არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობა! არავინ ამბობს რომ უნდა შევუტიოთ რუსულ ბაზებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ განცხადების/რეზოლუციის ტექსში რუსეთის გამოტოვება უკრაინაზე საუბრისას არის სირცხვილი!
დიდება უკრაინას! დიდება თავმოყვარე ქართულ სახელმწიფოს!”
ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი და პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, სადაც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის.