“ამ მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, ვისაც დაუსაბუთებია და გაუმართლებია თავის დროზე ახალგაზრდების მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ქუჩაში, პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა და მათი მოკვდინება, ან გაუპატიურება ციხეში, ვისაც გაუმართლებია თეთრაძის საქმეზე ადამიანის სახლიდან გაყვანა ცრუ ბრალდებებით და შემდეგ მისი გარდაცვლილ მდგომარეობაში უკან მობრუნება.
ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია არავის, საბედნიეროდ, სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს”
აცხადებს კულტურის მინისტრი, წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში შშმ მოზარდზე ძალადობასთან დაკავშირებით.