აშშ-მ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა, რაც ქართველი ექიმების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან კიდევ 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: