”იმ ტყის შუქჩრდილებიდან პრემიერმა ცოლს რომ აჩუქა, ალბათ არ ჩანს მშიერი ხალხი, არ ჩანან უსამართლობით დაღლილი ადამიანები, გაძვირებული ცხოვრებით, უსამსახუროდ და უპერსპექტივოდ დარჩენილი ადამიანები. ეგებ არ ჩანან მოძალადე პოლიციელები, რომლებზეც პირდაპირ დგას ეს ხელისუფლება და ხალხში არსებული სრული ნიჰილიზმი. შესაძლოა იმ ტყის შუქჩრდილებიდან ცოლს რომ აჩუქა წინასაახალწოდ, მისთვის ყველაფერი მართლაც კარგად გამოიყურება” – აცხადებს “ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.