მოძალადე პოლიციელები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან – რას გადაწყვეტს სასამართლო

17 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ნუგზარ ბაქრაძესა და კახაბერ ბაკაშვილს ბრალი უკვე ოფიცილურად წარუდგინეს, თუმცა საზარელი კადრების მთავარი ფიგურანტები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

17 წლის ბიჭის ფსიქიური და ფიზიკური მდგომარეობა კი ისევ მძიმეა. შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდი მედიასთან აღარ კონტაქტობს, ოჯახი კი დამანშავე პოლიციელებისა და დამნაშავე სისტემის დასჯას ელოდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share