სეზონურ გრიპად გამოცხადებული ომიკრონი – რას გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი

პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დღეს თქვა ის, რაც ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს. უკონტროლო კოვიდპანდემიის და ყოვედღიურად მზარდი ციფრების ფონზე ზურაბ აზარაშვილი ამტკიცებს, რომ ომიკრონის შტამი სეზონური გრიპია. სხვა რამეს ამბობს ჯანმო, რომელიც მსოფლიოს მოასხლეობას აფრთხილებს, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ომიკრონი კი სეზონური ვირუსი არ არის, ომიკორნის აპრალელურად კი ახალი შტამების გამოჩენას პროგნოზირებს.

უკვე ორი დღეა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელები ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ დაანონსა, რომ ქვეყანაში 1 თებერვლიდან სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სისტემური ტესტირება შეწყდება, მაგალითად საჯარო სკოლებსა და ბაღებში, სადაც სწავლის დაწყების შემდეგ უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსრიდა.

ჯანდაცვის მინისტრმა კი დღეს გამყრელიძის განცხადება უარყო და თქვა, რომ მას შეეშალა და განცადება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო. მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ხელისუფლება მუშაობს მექანიზმზე, როგორ მიიღონ მოქალაქეებმა მწავნე სტატუსი კოვიდინფექციის დადასტურების გარეშე.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share