ოზურგეთელი ამომრჩევლები პროკურატურისაგან არჩევნების გამყალბებლების დასჯას მოითხოვენ

ამომრჩევლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდიდან დღეს ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

ისინი ამ უწყებიდან იმ ადამიანთა დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავიანთ სოფელში გააყალბეს.

განცხადება, რომელსაც ოფიციალურად ხელს ამ სოფლის 9 მკვიდრი აწერს,  რაიონულ პროკურატურაში, ამ წუთებში ოზურგეთის ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, დავით მამალაძემ შეიტანა.

ამომრჩევლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მისცეს თუმცა საბოლოო ოქმებში მათი ხმები გაქრა.

მამალაძე პროკურატურისაგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწოდებს საზოგადოებას და ოპოზიციას შეიქმნას როგორც ალტერნატიული პარლამენტი, ასევე ალტერნატიული პროკურატურა და სახალხო პოლიცია:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლეიბორისტული პარტიის ხმების ქურდები გამოვლენილია, ცხემლისხიდის საარჩევნო უბანში სულ ცოტა 70 ხმაარის მოპარული ჩვენი პარტიისათვის, ერთხელ და სამუდამოდ, ამ 30 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შედგეს პრეცენდენტი, რომ არჩევნების გამყალბებლები დაისაჯონ. ახლა ხელისუფლება ქუცაში გდია და ის ჩვენ, მშრომელმა ხალხმა უნდა ავიღოთ ხელში და გამოვტაცოთ ამ ოლიგარქებსა და ბანდიტებს” – თქვა მამალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share