ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობამ გადასწყვიტა გამოსცეს ყოველკვირეული გაზეთი სახელწოდებით „გურიის ერობის მოამბე“.
გაზეთის პირველი ნომერი გამოვა 1 იანვარს 1920 წლისა.
გამგეობამ აირჩია სარედაქციო კოლეგია 3 კაცისაგან. გაზეთში იქნება როგორც ოფიციალური, ისე არა ოფიციალური განყოფილება.
გაზეთში მოთავსდება საგულისხმო დადგენილებანი, როგორც სამაზრო, ისე სათემო ერობისა, მოხსენებები და საერთოდ ყოველგვარი ცნობა ერობების შესახებ აგრეთვე საერთო ხასიათის წერილები.
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 1 იანვარი, N1