”თუ არ გაჩნდა ახალი სერიოზული შტამი, ისეთი როგორიც იყო დელტა და არის ომიკრონი, აუცილებლად დაასრულებს [ომიკრონი პანდემიას]და რატომ, ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს შეავსებს ახალი მედიკამენტები ფაიზერის და ნაწილობრივ მერკის და ეს კომბინაცია… გამოცდილია მედიცინის ისტორიის მიერ, რომ ცალკე ვაქცინით ძალიან ძნელია პანდემიის დაძლევა. გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინით და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში არ გაჩნდა ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი” – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.