“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე უკრაინის შესახებ რეზოლუციაზე შეუთანხმებლობას ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, ოცნება თანმიმდევრული არასდროს ყოფილა და არც ახლაა მისგან მოსალოდნელი ეს ნაბიჯი უკრაინასთან მიმართებაში. ჭიჭინაძე შშმ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ გომელაურის დუმილი ძალადობას ახალისებს:
“თანმიმდევრული „ოცნების“ ხელისუფლება არასოდეს ყოფილა და რატომ ველოდებით, რომ თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში იქნება?
უკრაინა კი არა, არასოდეს არაფერი გაუპროტესტებიათ.
ერთადერთი რაც აღელვებთ და რასაც აპროტესტებენ, პირადად მათ ინტერესებს თუ შეეხები.
ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათთვის ყველა გადაწყვეტილება არის სახიფათო – ე მანდ შეცდომა არ დაუშვან და ის ერთი კაცი არ გააბრაზონ შემთხვევით.
ხო და იმიტომაც ვართ ასე დაპაუზებულები და აღარ ვწერივართ აღარაფერში…
თუნდაც ბოლო, შშმ პირის მიმართ ძალადობის ფაქტი.
შს მინისტრი სხვისი პირით არ უნდა საუბრობდეს.
მას მეტი პასუხისმგებლობა რომ ეგრძნო, განცხადებას პირადად გააკეთებდა.
გომელაურის დუმილი კი ამ შემთხვევაში, არის თანხმობის ნიშანი და იმ ქმედების წახალისება, რასაც ადგილი ჰქონდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რადგან კონკრეტული პირების დონეზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება” – აცხადებს ჭიჭინაძე.