ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც საკეისრო კვეთა, ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გაიკეთა. მოგვიანებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, კლინიკა ,,მედინაში” მკურნალობდა. გარდაცვლილის დედა მომხდარში სამშობიარო სახლის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.
გარდაცვლილი რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი სამშობიაროდან მათ დახმარებას სთხოვდა. “გაგუდული დაგხვდებით, ყურადღებას არ მაქცევენ” _ წერია სმს-ებში, რომელიც რუსუდან კოკობინაძემ მის დას გარდაცვალებმდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა.