ვაქცინირებულთა 14% ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს — NDI

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსზე აცრილი ადამიანების 14% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს.

ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც დღეს, 27 იანვარს გამოქვეყნდა.

2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აცრილების 63% აცხადებს, რომ დიახ, გაიკეთებს ბუსტერ დოზას, 3%-მა უკვე გაიკეთა, 20% კი ამბობს, რომ არ იცის, გაიკეთებს თუ არა ბუსტერს.


აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share