”როცა უკრაინაში მთელი ერი ირაზმება საკუთარი ქვეყნის დასაცავად,ჩვენთან უკვე ომგოვლილი გმირის საფლავს ძარცვავენ”

“ეროვნული სირცხვილი! როცა ჩვენს მოძმე უკრაინაში მთელი ერი ირაზმება საკუთარი ქვეყნის დასაცავად,ჩვენთან უკვე ომგოვლილი გმირის საფლავს ასე ექცევიან! ბოდიში ერთი ქართველის სახელით ვაჟა თოდუას სულს,მის ხსოვნას და ოჯახს” – წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა დღეს, ლანჩხუთში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ლანჩხუთში, ე.წ. “აგარაკების სასაფლაოზე” აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share