შშმ პირის დედას სავარაუდოდ მოძალადე პოლიციელის ოჯახის წევრი ემუქრება

შშმ პირის დედას, რომელიც პოლიციელის მიერ ნაცემი არასრულწლოვანის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა, ემუქრებიან.

ეკა მაისურაძე აცხადებს, რომ მოძალადე პოლიციელების შესახებ პოსტისა და სურათების წაშლა მოსთხოვეს.

”განხორციელდა მუქარა, თურმე მე პასუხს მაგებინებდა, თუ არ ავიღებდი კონკრეტულად ამ მოძალადის ფოტოებს და ვიდეოს. სავარაუდო ეჭვმიტანილი მყავს, ასე რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, რომ უშუალოდ ამ პიროვნების ან მეუღლე, ან ოჯახის წევრი, ან ნათესავია. […] მე ვერავის ვერ დავადებ ხელს, ეს უკვე გამოძიების საქმეა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადვილად შესაძლებელი იქნება ხმით მისი ვინაობის დადგენა”, – ამბობს ეკა მაისურაძე.

ეკა მაისურაძემ აუდიოჩანაწერები შსს-ს უკვე გადასცა. ის პოლიციაში იკითხება.

წყარო: ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share