“ოცნებას” სძულს ადამიანი!- ხათუნა გოგორიშვილი

სოლიდარობა ივერი მელაშვილს! სოლიდარობა ნატალია ილიჩოვას!”- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ხათუნა გოგორიშვილი, დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას.“8 წლის განმავლობაში ადამიანის ბედზე ერთი წუთითაც რომ არ გიფიქრიათ, საქართველოში ყველამ იცის. ყველა არჩევნების წინ უბინძურეს პიარტრიუკებს რომ გამოაგდებთ – ესეც აღარავის უკვირს. ხან ჰაკიმ ფაშას სახელით ტვირთავთ ფოტოებს, ხან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები “გეპარებათ” ინტერნეტსივრცეში!

დღეს საკუთარ თავსაც აჯობეთ! იმისთვის რომ თქვენი ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ ამოქაჩოთ, ხალხს დაანახოთ რა “პრინციპულები” ხართ, უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეთ! გასაგებია, რომ თქვენთვის, ვინც 8 წელია, ხმას არ იღებთ მცოცავ ოკუპაციაზე, ვინც ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად ომის დაწყებას საქართველოს აბრალებთ – მოღალატე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სიტყვაა. იგივეა რაც უნიათო, უსაქმური, არაკომპეტენტური. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ყველა “ქოცი​​” არაა.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არის ქვეყნის პატრიოტი. აქვთ სინდისი და თავმოყვარეობა და მოღალატეობის დაბრალებას სიკვდილი ურჩევნიათ!

“ოცნებას” სძულს ადამიანი!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 60
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 47
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ
  • 45
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 45
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ