“ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება 100 000 ხმა დაემატოს თუ მიშა გარეთ იქნება”

პოლარიზაცია მოდის იქიდან, რომ ნომრებით მე-3, მე-4, მე-5 თუ მე-6 პარტიები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, არც იდეოლოგიურად განსხვავდებიან დიდად და ამიტომ, მათ თუ არ მონახეს საერთო ენა, ისე რთული იქნება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ  “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ორპოლუსიანობაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე  “ოცნება” და “ნაცმოძრაობაა”.

“აპათიაა, რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართაც არის. იმიტომ, რომ აპათია შეუძლებელია იყოს ცალმხრივად. ეს ვრცელდება ხელისფლებაზეც და ოპოზიციაზეც. სხვადასხვა პროპორციით, მაგრამ ორივეზე ვრცელდება. ოპოზიციამაც ბრძოლის ტრატეგია უნდა დადოს, ანუ როგორ გადიხარ შენ მომავალ ბრძოლაში. ფაქტია შემდეგ, რომ ერთ მხარეს არის “ოცნება” თავისი ადმინისტრაციული რესურსებით, მეორე მხარეს არის ოპოზიცია – აქ არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ძლიერი პარტიაა, მას ჰყავს ბევრი ამომრჩეველი და ა. შ. მან ბოლო არჩევნებზე 550 000 ხმა აიღო, კიდევ შეიძლება 100 000 ხმა დაემატოს თუ მიშა გარეთ იქნება, ან რომც არ იყოს, მისი აქტიური მონაწილეობით შეიძლება მოხდეს ეს. მაგრამ დანარჩენი 500 000 ხმა გაბნეულია ოპოზიციაში” – აღნიშნა უგულავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share