“ორი ფუნდამენტური შიში დადის საქართველოს ტერიტორიაზე-  შიმშილის და  სიკვდილის”

არ მგონია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმულის შეცვლა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულ ვითარებაში გამოსავალი, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციისთვის სავარაუდოდ შესათავაზებელ წინადადებას, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების დაკომპლექტებისას მეტად პროპორციულობისა და მაჟორიტარული კვოტების შემცირების შესახებ. მისივე თქმით, ხელისუფლებამაც იცის, რომ ოპოზიცია ასეთ კომპრომისზე არ წავა, თუმცა საკუთარი კონსტრუქციულობის დემონსტრირებას ახდენს.

“თავიდან, კონსტრუქციული მიდგომით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება შეიძლებოდა და ამის ბაზაზე კომპრომისის გამონახვა, მაგრამ დღეს თამასა მაღლაა აწეული. მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა არა ადგილობრივ ხელისუფლებებში გადანაწილებისთვის, რაც ძალიან სუსტი კომპენსაციაა, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გადანაწილებისთვის. ასე რომ არ მგონია, რომ ეს ფორმულა გახდეს შეთანხმების საფუძველი. ოპოზიცია ასეთ კომპრომისზე ვეღარ წავა. ბუნებრივია არ იქნება საკმარისი ოპოზიციისთვის. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები საკმაოდ შეზღუდულია და რეალურ გავლენას ვერ ახდენს ძალაუფლების გადანაწილებაზე. კი ბატონო პერსპექტივისთვის ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. ხელისუფლებას ეს ესმის, მაგრამ მიდის ამ წინადადებებით, რომ მოახდინოს თავისი კონსტრუქციულობის დემონსტირება. მშვენივრად ესმის, რომ ამაზე არაა ოპოზიცია წამსვლელი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პანდემიის მართვასთან დაკავშირებული და სოციალური პრობლემები და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

“ორი ფუნდამენტური შიში დადის საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის შიმშილის და ეს არის სიკვდილის შიში. ამ ფონზე მეტი პასუხისმგბელობა მართებს პოლიტიკურ ელიტას იმისთვის, რომ იპოვონ იმ ტიპის, თუნდაც დროებითი, კომპრომისი, რომელიც ამ ორი შიშის მართვის პრობლემებს კიდევ უფრო არ გაართულებს. გამოსავალი არის შესვლა პარლამენტში, არა შედეგების აღიარება, არამედ დე ფაქტო ვითარების გათვალისწინებით შესვლა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფორმირება არჩევნების გამოსაძიებლად და თუ ამ კომისიის დასკვნით გამოვლინდა, რომ დარღვევები იყო იმ მასშტაბის, რამაც არსებიდან შეცვალა არჩევნების შედეგები, ამ შემთხვევაში, თუ გაფორმდა ამ ტიპის საბრალდებო დასკვნა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება და დათანხმდნენ რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი გუნდის შეთავაზება შესაძლოა იყოს 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნების სისტემის ცვლილება, რაც საკრებულოების დაკომპლექტებისას მეტ პროპორციულობას და მაჟორიტარული კვოტების შემცირებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 85
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 80
    "არც დასავლეთს სჯერა ამ გაყალბების და მთელი მსოფლიო როგორ გაქოცდა?"ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "ცოტა ვრცლად დავწერ რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს: არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ…
    Tags: და, არ, რომ, მაგრამ, ეს
  • 80
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 80
    "ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ბელადომანია დაამარცხა""საბანს ყველა თავისკენ­ ქაჩავს­ და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
    Tags: და, არ, რომ, ამ, ეს, არის