საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, 5 397 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 64 412 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 41 613 ტესტით, ხოლო 22 799 PCR-ით. 27 იანვარს აიცრა 7 997 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 26,5%-ია, ბოლო 14 დღის – 17,88%-ია, 7 დღის – 22,1%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 127 234 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 986 928 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 870 კი გარდაიცვალა.