FACEBOOK-ში დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში ადრესატი შეტყობინებას მიიღებს

Facebook-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ცნობით, Messenger-ში დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის, ანუ ფოტოს გადაღების შემთხვევაში, ადრესატი ამის შესახებ სპეციალურ შეტყობინებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ვრცელდება სტანდარტულ მიმოწერაზე, რომელსაც Facebook-ის მომხმარებლების უმეტესობა იყენებს და ის მხოლოდ დაშიფრულ საიდუმლო მიმოწერებს [Secret Conversation] შეეხება.

გარდა ამისა, დაშიფრულ მიმოწერებს რეაქციებისა და GIF-ების გამოყენების ფუნქციაც დაემატა, რაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. Messenger-ის ახალი ფუნქცია ცუკერბერგმა საკუთარ მეუღლესთან მიმოწერის გამოქვეყნებით წარადგინა.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „7:15 Priscilla Chan Active ActiveNow Now i Good luck with the announcement. Thanks! See you at home 7:15AM Priscilla turned on disappearing messages. All new messages will be removed 12 hours after you have seen them. Change Just saw the supercomputer announcement… WOW 12h 12h What does a baby supercomputer call their father? What? 12h 12h Data Priscilla took screenshot 12h see that screenshot… saving that one for later! 12h Aa ||| <“-(ი)ს გამოსახულება კომენტარები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share