ადამიანი, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები წაშალა ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ქმარია. დავით ღონიაშვილის მეუღლე მაკა ფერაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელობს.
“ტვ პირველმა” მაკა ფერაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. კონტაქტზე არ გამოდის არც დავით ღონიაშვილი. ის წლების განმავლობაში შსს-ს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ კი სუს-ში. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდა, ღონიაშვილიც იმავე ჰოსპიტლის დირექტორის მრჩევლად გადაიყვანეს უსაფრთხოების საკითხებში.
ის გახლავთ ნარკოტესტის გაუვლელობის გამო შსს-დან დათხოვნილი, რომელიც შეიფარა სუს-მა. ჰოსპიტალში ის იყო მრჩეველი და იყო ე.წ. ოდეერი უსაფრთხოების საკითხებში. მან მიზანმიმართულად გაანადგურა მტკიცებულებები”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი სათვალთვალო კამერებიდან წაშლილია. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე.
წყარო: ტვ პირველი