ზნაურის რაიონის სოფელ ავნევის სიახლოვეს მდინარე ფრონეზე დიდი ზომის გველი იპოვეს. ამის შესახებ ფოტოებს ცხინვალელი ჟურნალისტი ვლადიმერ გაბაევი ავრცელებს.
მას ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდან დაუკავშირდნენ და გველის შესახებ აცნობეს.
“თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია – ბოა. ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში”, – განაცხადა გაბაევმა.
როგორ ცხინვალში ვარაუდობენ, გველი ერთ-ერთ მცხოვრებს ცხინვალში ჰყავდა მოშინაურებული. ეს პიროვნება 2021 წელს გარდაიცვალა და გველიც ბუნებაში გავიდა. ან გველი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.
მასალის გამოყენების პირობები