პანდემიურ 2020 წელს საჯარო სამსახურებში პრემიები შემცირდა, თუმცა დანამატი გაიზარდა

საჯარო სამსახურებში 2020 წელს შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა. მათ შორის, პრემიები შემცირდა, თუმცა დანამატები გაიზარდა.

როგორც აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებიდან ჩანს, 2020 წელს სახელმწიფო უწყებებში ხელფასებისთვის 1,595 მლრდ ლარი გამოიყო, წინა წელს 1,510 მლრდ. ამასთან, გასულ წელს პრემიებისთვის 15, 383 მლნ ლარი გამოიყო, 2019 წელს – 35,916 მლნ ლარი.

რაც შეეხება დანამატებს, პანდემიურ წელს 248, 843 მლნ ლარი გამოიყო, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს დანამატისთვის 234, 539 მლნ ლარი იყო განსაზღვრული.
bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share