ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

2020 წლის 3 დეკემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიში ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

„ანგარიში შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ჯერ კიდევ აგრძელებენ უკრაინის დიდი ნაწილისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. აღნიშნულია,რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ასევე წარმოდგენილნი არიან მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. ასევე, დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოებში დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიების უპრეცედენტო რაოდენობაზეც. დოკუმენტი გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას და ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, ისევე როგორც მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას. ამასთან, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკის ფარგლებში, მოცემულ კონტექსტში ერთხმად საუბრის საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიში საბოლოოდ მიღებულ იქნება პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ 2021 წლის იანვარში“,-აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 67
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 67
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, რომ
  • 65
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 61
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ